„ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ - ღონისძიება სასულიერო გიმნაზიაში
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. გიმნაზიის მოსწავლეებმა ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებზე, მათი პრევენციის გზებსა და ამ სენით დაავადებულ ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას სამედიცინო სფეროსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. „ჩვენს ბავშვებს აქვთ იმედიანი განწყობა, რომ ტუბერკულოზი არის დაძლევადი და იციან, რომ არ შეიძლება ამ სენით დაავადებული ადამიანების იზოლირება“, - თქვა გიმნაზიის დირექტორმა მანანა ნაჭყებიამ. ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეული პაციენტთა კავშირის ინიციატივით ტარდება. მისი წარმომადგენლის თიკო ხარებავას თქმით, ორგანიზაციის სურვილია, რომ მსგავს ღონისძიებებში სხვა სკოლებიც ჩაერთონ. „ჩვენ გავაკეთეთ კვირეული, რომელიც გუშინ დაიწყო ფრანგულ სკოლაში, დღეს კი წმინდა გიროგის სახელობის გიმნაზიაში გაგრძელდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მოწვეულ სტუმრებსა და ორგანიზატორებს“, - აღნიშნა ხარებავამ. ცნობისთვის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 24 მარტს აღინიშნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ერთად დავამარცხოთ დიაბეტი - აქცია ზუგდიდში, რადიო ათინათის რ...
Diabetes Prevention and Care Improvement Project
ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
თემით - ,,ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო'' ღონისძიება გაიმართა
Stu Net
მიმართვა 2021 წლის 29 აგვისტოს ყველანი აქციაზე ერთად დავამარ...
george liluashvili
ქუთაისში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინი...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ვაქცინაცია გვაახლოებს
NCDC Georgia
საქველმოქმედო განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით სერგეენკო C ჰეპატიტის მართვის ცენტრში
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო