განმუხურში \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრებმა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მშენებლობის და ინვესტიციების განხორციელების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ბულვარის გაყიდვას არ დაუშვებენ.
\"ნაციონალური მოძრაობის\" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა დამენიას განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი ხეების შემდეგ, ცდილობს სანაპირო ზოლი დაისაკუთროს.
\"ხეების შემდეგ ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ საქართველო შპს-ედ გადააქციოს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ყველა პარტიას მივმართავთ, შემოგვიერთდნენ და 29 მარტს ერთად გვამართოთ საპროტესტო აქცია\", -აღნიშნა დამენიამ.
ცნობისთვის, 24 მარტს განმუხურის ცენტრში მოსახლეობის მეორე ნაწილმა აქცია გამართა. ადგილობრივების ამ ნაწილის განცხადებით, ისინი ბულვარისა და მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ და სოფელში ინვესტიციის განხორცილებას მიესალმებიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით, აუქციონის წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/