ზუგდიდში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, მცირე გრანტის პროექტის "ჯანსაღი საკვები პროდუქტი - ხანგრძლივი სიცოცხლეა - გენმოდიფიცირებული ხანმოკლე" ფარგლებში მოეწყო. მისი მიზანია ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე და ორგანული საკვების უპირატესობაზე მოსახლეობის ინფორმირება. გამოფენა - გაყიდავაზე ნატურალური გზით მოყვანილი, ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო - სამეურნეო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. ახალგზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტებიც დაარიგეს. მათი თქმით, გამოფენილი პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო მიზნებით გამოიყენებენ. მანამდე, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლეს და აღნისნულს თემასთან დაკავშირებით, სკოლაში საინფორმაციო კედლის გაზეთი გამოაქვეყნეს, ხოლო თემში თემატური ბროშურები გაავრცელეს. ამავე პროექტის ფარგლებში სკოლაში სემინარი, ფილმის ჩვენება-განხილვა და ნახატების გამოფენა-კონკურსი მოეწყო. აღნიშნული აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
#ნაშუადღევს მომავლის თაობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთად დავამარცხოთ დიაბეტი - აქცია ზუგდიდში, რადიო ათინათის რ...
Diabetes Prevention and Care Improvement Project
ძუძუთი კვება - ქალური ხელოვნება
Radio Atinati
ზუგდიდის უხუცესი დალაქი
Radio Atinati
"სმაკი" - ახალი ადგილი საოჯახო სამზარეულოს მოყვარულთათვის
Radio Atinati
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
Georgian Dream SZS
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
Georgian Dream SZS
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
Georgian Dream SZS