საქონლის ხორცის ხარჩო - კულინარია, რეცეპტი / saqonlis khorcis kharcho - kulinaria, recepti

09/12/2017

გთხოვთ, გამოიწეროთ არხი -    / @doctornina1  

შემადგენლობა:
400 გრამი საქონლის ხორცი
2 ან 3 თავი ხახვი
1 ჭიქა ფქვილი
2 სუფრის კოვზი ტომატი
150 გრამი ნიგოზი
0.5 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
0.5 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
0.5 ჩაის კოვზი ხარჩოს სუნელი
0.5 ჩაის კოვზი ხმელი აჯიკა
20 გრამი ქინძი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭრილ ხორცს საშუალო ცეცხლზე ვთუშავთ, ცალკე ტაფაზე კი ასევე წვრილად დაჭრილ ხახვს ვათავსებთ, რომელსაც ტაფაშივე ვამატებთ ფქვილს და კიდევ ცოტა-ხანს ვაცდით ცეცხლზე მოთუშვას, რის შემდეგაც ვასხამთ 2 კოვზ ტომატ-პასტას და გატარებულ ნიგოზს, რომელსაც წინასწარ ვხსნით გადადუღებულ წყალში და ვაზავებთ სუნელებით. ამ მასაში ვამატებთ კარგად მოთუშულ ხორცს. შემდეგ, ყველაფერს ერთად წამოვადუღებთ, მასა უნდა იყოს ოდნავ სქელი და ბლანტი. სუფრაზე მიტანის წინ, კერძს წვრილად დაჭრილი ქინძით ვაფორმებთ.

საქონლის ხორცის ხარჩო მზად არის, გემრიელად მიირთვით!

... ... ...

________________________

sound / music - Selfie Stick - Lincoln Grounds, Thomm Jutz

ვიდეოები „ჩემი ცხოვრება"-ისგან