უგემრიელესი ხორცის პეროგის რეცეპტი / ugemrielesi khorcis perogis recepti
სანამ უგემრიელესი ხორცის პეროგის მომზადების ვიდეოს, მის ქვემოთ კი ინგრედიენტებსა და მომზადების წესს გაეცნობთ, გთხოვთ... გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/f91a5y მოიწონეთ კულინარიის გვერდი — http://tiny.cc/n5ri7y კულინარიის სამყარო — http://tiny.cc/gyrz9y საღამო მშვიდობისა მეგობრებო ფატი ბერულავას მილიონჯერ გამოცდილი რეცეპტი ნონა დანელიასგან.... უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეცეპტი არის ძალიან გემრიელი, ყოველგვარი ღუმელის გარეშე პირდაპირ ტაფაზე ცხვება და რაც მთავარია მისი მომზადება უმარტივესია. ინგრედიენტები და მომზადების წესი ცომი: 250 მლ წყალი 50-60 მლ ზეთი 2,5 ჩ/ჭ ფქვილი 2 ც კვერცხი გულთავსი: 500 გრ საქონლის ფარში 150 გრ მაგარი ყველი 1 ც სტაფილო 1 ც ხახვი 3-4 ც კიტრის მწნილი ზევიდან გადასასმელად: 2 ს/კ გამდნარი ნაღების კარაქი მომზადება 1) პეროგის ცომის უპირატესობაა: სიმარტივე, ადვილად არ იხევა და ყოველთვის გამოდის. 2) საშუალო ზომის სქელძირიანი ქვაბი შემოდგით ცეცხლზე, ჩაასხით წყალი, ზეთი და წამოადუღეთ 3) წყალი რომ წამოდუღდება დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და სწრაფი მოძრაობით მოურიეთ, უნდა შეკრათ გუნდა, ამისათვის საჭიროა ჯერ წყალში კარგად გაიხსნას ფქვილი და შემდეგ დაშუშდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით. 4) დაშუშებული გუნდა გადმოიტანეთ ჯამზე გაწიეთ გვერდებზე ცოტა ჩაღრმავება გაუკეთეთ და სათითაოდ კვერცხი შეათქვიფეთ, სრიალა პროცესია მაგრამ გამოგივათ. კვერცხის შეზელასთან ერთად პარალელურად ცოტ ცოტა აყარეთ მოტოვებული ფქვილი და დაიწყეთ ჯამშივე ცომის მოზელა, შემდეგ გადაიტანეთ დაფაზე და ყველა დარჩენილი ფქვილიც შეაზილეთ, ცომი რბილი, ნაზი, ელასტიური უნდა გამოგივიდეთ, ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. ახლა მოვამზადოთ გულთავსი 1) გახეხილი სტაფილო მოვშუშო დაჭრილ ხახვთან ერთად. 2) შემდეგ, გატარებული ხორცი დავუმატოთ და ისიც მოვშუშოთ, (აქვე 1 ს/კ ფარშის სუნელი ვუქენი ეს რეცეპტში არ იყო მაგრამ ვიცოდი რომ მოუხდებოდა), თქვენ შეგიძლიათ უყოთ მხოლოდ მარილი და შ. პილპილი გემოვნებით. 3)ბოლოს გადმოვიტანოთ ჭურჭელზე და ცოტა ხანი გადავდოთ. 4) მივუბრუნდეთ ცომს ის ორ არათანაბარ ნაწილად უნდა გავყოთ დიდი გუნდა გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე და ტაფას ამოვუფინოთ ისე რომ გვერდებიც ამოჰყვეს, ხოლო მეორე გუნდას ოდნავ მოგვიანებით ზევიდან გადასაფარებლად გამოვიყენებთ 5) გაბრტყელებული ცომი უნდა ჩავაფინოთ ზეთ მოსმულ 28 დიამეტრის ტაფაში (ჩემი 26 სმ გახლდათ და ცოტა ცომი მომჩა) 6) პირველი ფენა ფარში მოვაფინოთ, მეორე ფენაზე რგოლებად დაჭრილი კიტრის მწნილი და მესამე ფენა იქნება გახეხული ან თხლად დაჭრილი თქვენთვის სასურველი მაგარი ყველი, მე სულგუნი გამოვიყენე. დავაფაროთ გაბრტყელებული, მოტოვებული ცომი და გვერდები მოვუკრათ ანუ შევუწებოთ. 7) დავდგათ ტაფა ძალიან დაბალ ცეცხლზე და შევწვათ, მზაობას მიხვდებით როგორც კი ცომის გვერდები მოშორდება ტაფას უკვე უნდა გადმოატრიალოთ, რომ არ მიიტაცოს ძირი, ამისათვის ოდნავ ზეთით დაისველეთ ხელი, დაადეთ ცომს ხელი ნუ შეგეშინდებათ არ დაიწვებით ზედა მხარე გრილია, გადაატრიალეთ და შეწვით. სიტყვაზე მენდეთ პეროგი რბილია, კარგად იჭრება და არის ძალიან გემრიელი. მე კი წარმატებებს გისურვეებთ ყველას უკლებლივ!..
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
01:23
ბაქარი და თენგოი - 3000 ლარის მოგება — ჩემი ცოლის...
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...
მსგავსი ვიდეოები
პელმენი,пельмени,pelmeni,pilmeni,პილმენი,საუკეთესო პელმენის...
CHEF GIGA BACKES
უგემრიელესი ხორციანი ბლინები
Likas Receptebi
ხორცის დამუშავება და უგემრიელესი ფინიში
ALWAYS fun
ადანა ქაბაბის უგემრიელესი რეცეპტი თქვენთვის და თქვენი ახლობლ...
Gorillas' Vlogs
როგორ მოვამზადოთ მაკარონი ფარშით და ტომატის სოუსით?სპაგეტი ბ...
CHEF GIGA BAKES
ხორცის მომზადების რეცეპტი შეფ-მზარეულისგან
Civic Initiative
საქონლის ხორცის ჩახოხბილი / чахохбили из говядины
Your Cooking Show
უგემრიელესი ქართული კერძი - ჩაქონდრილი / chaqondrili
HOT CARD - ჰოთ ქარდი