პელმენი,пельмени,pelmeni,pilmeni,პილმენი,საუკეთესო პელმენის ცომის რეცეპტი,პელმენის მომზადება.

10/07/2021
CHEF GIGA BACKES-ის მიერ

პელმენის მომზადება
გამარჯობათ მეგობრებო მე ვარ გიგა ,თვითნასწავლი მზარეული.დღეს მოგიმზადეთ უადვილესი და უგემრიელესი პელმენები არაჟნით.
შემოგთავაზებთ საუკეთესო პელმენის ცომის რეცეპტს.

პელმენი,პილმენი
ინგრედიენტები:
ცომისათვის
1.თბილი წყალი 250-270 მლ(1 ჩ.ჭ +1 არყის ჭიქა 50 გ)
2.კვერცხი 1 ცალი
3.მარილი 8-10 გ (1 ჩ.კ)
4.ზეთი 2 ს.კ
5.ფქვილი 550-560 გ (2 სავსე ჩ.ჭ +3 არყის ჭიქა 50 გ)
----------------------------------------
შიგთავსისათვის:
1.საქონლის ფარში 600 გ
2.შავი პილპილი გემოვნებით
3.ხახვი 4-5 თავი 150-180 გ
4.ნიორი 4 ლებანი
5.მარილი გემოვნებით
---------------------------------------
50-60 გ ფქვილი ცომის დასამუშავებლად
---------------------------------------
რაოდენობა 100-120 ცალი პატარა ზომის პელმენი
--------------------------------------
ადუღებულ წყალში ვასხავ ზეთს დაახლოებით 50 მლ,და ვუმატებ მარილს.
---------------------------------------
მომზადება:
1.ეტაპი
მოზრდილი ზომის ჯამში მოვათავსებ თბილ წყალს წყალი აუცილებლად უნდა იყოს 35°-40° c.არ უნდა იყოს წყალი ადუღებული.
დავუმატებ კვერცხს,ზეთს და ბოლოს მარილს თხევადი ინგრედიენტების მოთავსების შემდეგ ვუმატებ გაცრილ ფქვილს და ვიწყებ მოზელას,ცომს ვზილავ იმ კონსტინტენციამდე სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი.რაც უფრო თბილია ცომი მით უფრო ადვილი სამუშაო არის მასზე.როდესაც დავამტავრებთ მოზელას დავაფაროდ პარკი და დავასვენოდ ცომი,დრო რომ არ გაგვიცდეს მოვამზადოთ შიგთავსი.
2. ეტაპი
მე გამოვიყენე საქონლის ფარში,ასევე უგემრიელესი გამოდის ინდაურის ხორცის შერევით.
დავჭრად ხახვი რაც შეიძლება წვრილად ,ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ ფარშს.დავუმატოთ შავი პილპილი გემოვნებით და მარილიც გემოვნებით ,ყველა ინგრედიელტს კარგად ამოვურიოთ ფარშთან ერთად და დავასვენოდ ფარში.
3. ეტაპი
პელმენს არ სჭიედება არავითარი საკმაზები,უბრალოდ ვიყენებ მხოლოდ. ნიორს ხახვს შავ პილპილს და მარილს.
მოზელილი ცომი გადამაქვს სამუშაო მაგიდაზე,მინდა შეგახსენოდ რომ შეგიძლიად ფქვილი არ გამოიყენოდ ცომის დასამუშავებლად მას საკმარისად აქვს ზეთი და სითბოც იმის რომ ხელზე არ მიგეკრათ,.ასე რომ შეგიძლიათ ფქვილი საერთოდ ამოიღოთ ცომის დამუშავების დროს.
მე ცომის დასამუშავებლად დამჭირდა დაახლოებით 15-20 წუთი,სანამ მივიღებდი იმ კონსტინტენციას რომელიც მე მინდოდა.
ცომს გავჭრი ორ ნაწილად ერთ ნაწილს ვინახავ პარკში რათა არ გამოშრეს ,მეორეს კი ვჭრი სასურველ ზომებად,ვიდეოში მე საკმაოდ კარგად აგიხსენით და გაჩვენეთ პელმენის ცომის დაჭრის ორი ვარიანტი,.1) უბრალოდ ცომის რულეტის ფორმის მიცემა და შემდეგ მისი სასურველ ზომებად დაჭრა.და 2) ცომის მთლიანი მასის გაბრტყელება და სასურველი ზომების ამოჭრა.
4 ეტაპი
გადახვევა:
გადახვევის დროს შევეცადოთ რომ ცომის მასა ბოლომდე კარგად შეივსოს შიგთავსით,როგრც მოგეხსენებათ ხორცი ხარშვის დროს მოცულობაში იზრდება ასევე მასთან ერთად იზრდება ცომიც ამიტომაც არის საჭირო ცომის მასის შევსება შიგთავსით ,რათა ხარშვის დროს არ გაგეხსნეთ,ასევე შეეცადეთ რომ ცომის კუთხეები არ დაგისველდეთ თორემ პელმენი არ შეგეკრებათ.
როდესაც დაასრულებ მოხვევას ,საჭირო რაოდენობა გამოიყენეთ დანარჩენი შეგიძლიათ გაყინოდ.
პელმენი უნდა მოიხარშოს კარგად ადუღებულ წყალში,მე ვუმატებ ზეთს და მარილს ადუღებულ წყალს,ზეთი არ აძლევს ცომს საშვალებას რომ ხარშვის დროს გაიხსნას ცომს ხდის ელასტიურს..
გემრიელად მიირთვით და წარმატებებს გისურვებთ.

пельмени

Ингредиенты:
Для теста:
1.теплая вода 250-270 мл.
2.яйцо 1 шт.
3.Соль 8-10 гр. (1ч.л.)
4.растительное масло. 2ст.л.
5.мука 550-560 г

Для начинки:
1.Говяжий фарш 600гр.
2.Черный перец по вкусу.
3.лук репчатый 150-180 гр.
Чеснок-4зубчика
Соль по вкусу
___________________
50-60гр.муки для обминки теста.
____________________
Получается 100-120 пельменей.

#pelmeni
#pilmeni
#პელმენი