საია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგს იწყებს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევების მონიტორინგს იწყებს. ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს ქალთა მიმართ ძალადობაზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებასაც. როგორც „საია“-ში განაცხადეს, საჭიროების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებითაც მიმართავს.
„პროექტის მიზანია, რომ მოხდეს ყველა იმ შემთხვევის მონიტორინგი, როდესაც მსხვერპლს მიმართული ჰქონდა სახელმწიფო უწყებებისთვის, უნდა გაირკვეს რამდენად დროული და ადეკვატური იყო მათი რეაგირება“ - აღნიშნავს „საია“-ს თელავის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1t7WYtqhttp://bit.ly/1t...

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან