„სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საზოგადოება“ – „თანაზიარის“ ახალი პროექტი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანაზიარი“ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ახალ წინასაარჩევნო პროექტს იწყებს. „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საზოგადოებას“ პრეზენტაცია ორგანიზაციის დირექტორმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. მისი თქმით, პროექტის მიზანი ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება და საარჩევნო პროცესის მონიტორინგის ხელშეწყობაა. „საინფორმაციო შეხვედრებს ჩავატარებთ უშუალოდ სოფლებში, სადაც ნაკლებია ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ადგილობრივებს კომპეტენტური ადამიანები გასცემენ შეკითხვებზე პასუხს. გარდა ამისა, ჩატარდება ღია სტენდის აქცია და ქალაქის ცენტრში მოსახლეობას შეეძლება სრულად ნახოს არჩევნების მიმდინარეობა, როგორ იწყება და სრულდება საარჩევნო პროცესი“, - აღნიშნა ბეჭვაიამ. შეხვედრას სხვადასხვა არასთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. მათ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასში მოხალისეობრივად ჩართვის სურვილიც გამოთქვეს.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელონ მსგავსი მონიტორინგი. საია საჭიროების შემთხვევაში პროექტის ორგანიზატორებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს“, - თქვა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ. შეხვედრაზე ასოციაცია „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ წინადადება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ქალთა სოლიდარობის მიზნით, სასურველია, რომ ამომრჩეველმა ქალ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი. „ეს ჩვენი შემდგომის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - დასძინა კილანავამ. პროექტის მიზანია ამომრჩეველთა აქტიური თანამონაწილეობით საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის გაზრდა, არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება და მათი მაქსიმალური ჩართულობა პროცესში. პროექტი ორთვიანი და მას „თანაზიარი“ „სამართლიანი სისტემის, განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელონ მსგავსი მონიტორინგი. საია საჭიროების შემთხვევაში პროექტის ორგანიზატორებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს“, - თქვა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ. შეხვედრაზე ასოციაცია „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ წინადადება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ქალთა სოლიდარობის მიზნით, სასურველია, რომ ამომრჩეველმა ქალ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი. „ეს ჩვენი შემდგომის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - დასძინა კილანავამ. პროექტის მიზანია ამომრჩეველთა აქტიური თანამონაწილეობით საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის გაზრდა, არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება და მათი მაქსიმალური ჩართულობა პროცესში. პროექტი ორთვიანი და მას „თანაზიარი“ „სამართლიანი სისტემის, განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილ...
Radio Atinati
Human rights watch-ის ანგარიში და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 დიპლომატების შეფასება საარჩევნო გარემოზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კელი დეგნანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამ კინზინგერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში მომხდარი ინციდენტი - აშშ-ის საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster