ოპოზიციური პარტიების განცხადება
სამი ოპოზიციური გაერთიანება აცხადებს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, ერთადერთი გამოსავალია - ახალი არჩევნები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალია ახალი და სამართლიანი არჩევნები“. „ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს, რადგან ივანიშვილმა, არჩევნების ნაცვლად, მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილმა, პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს არც საერთაშორისო და არც ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ახალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საკუთარი სახელმწიფოს ბედს. ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას, ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს“, – ნათქვამია ოთხი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება რურუას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭ...
Ajara TV