დმანისში მომხდარი ინციდენტი - აშშ-ის საელჩოს განცხადება
დმანისში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებულია სოფელ განთიადის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი. ის სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა. გამოძიების ინფორმაციით, მან წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. ინციდენტს ამერიკის საელჩო ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დმანისსა და რუსთავში. ქვეყნის მასშტაბით, ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა, წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს, მთავრობის ერთგულებაზე, უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. საელჩო სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად ძირითად პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააორმაგოს ძალისხმევა რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა. ოპოზიციის ნაწილი საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას იზიარებს და აცხადებს, რომ ყველა ძალადობრივ ინციდენტზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ მმართველი გუნდი კრიტიკას არ იზიარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უფლებადამცველის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში მომხდარ ინციდენტზე სოფელ განთიადის მაჟორიტარობის კა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დმანისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმანისში მომხდარი დაპირისპირების აქამდე უცნობი კადრები
Formula News
პოლიციამ დმანისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მკვლელობა დმანისში — ახალი დეტალები
Formula News