უფლებადამცველის გამოხმაურება

22.10.2020 00:57

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების ადვოკატი გამორიცხავს, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მონაწილეობას. ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ეს შესაძლოა იყო პირადი და არა პოლიტიკური მხარეების დაპირისპირება. მეტიც, ადვოკატი აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე პირი, რომელმაც ცივი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა, შესაძლოა, იყოს ის პირი, რომელიც ასევე მონაწილეობდა რამდენიმე კვირის წინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებში. გუშინ დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ცივი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო