ტარტ ტატენი
29.04.2020
06:01
ყველა რეცეპტი ბლოგზე: https://bakewithsophie.com/ დეტალურად რეცეპტი, ბლოგზე - https://wp.me/p98PFy-19U ვაშლი, საშუალო ტემპერატურაზე ხანგრძლივი ცხობის შედეგად, ისე გამოცხვა, რომ სასიამოვნო ქარვისფერი მოიკიდა, შეერია იმ კარამელს, რომელიც ჩვენ მანამდე მოვამზადეთ. თუმცა არც ჩაიშალა, საკმაოდ მყარი დარჩა, მაგრამ ბოლომდე გამომცხვარი. აქვს კარამელის, ოდნავ მომწარო და მოტკბო გემო, ფენოვანი ცომის ხრაშუნა ფენა კი სტრუქტურული კონტრასტის მხრივ, ძალიან უხდება. იდეალურია ნაღების მსუბუქ კრემთან ან ვანილის ნაყინთან ერთად.