ხილის მინი ტორტი

28.03.2020 02:40

ყველა დესერტი ბლოგზე: https://bakewithsophie.com/ 16 სმ/დმ ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ: კვერცხი - 4 ც შაქარი - 140 გრ გამდნარი კარაქი - 40 გრ ფქვილი - 140 გრ გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ. მომზადება: კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. და გავთქვიფოთ ნახევარ - ნახევარ შაქართან ერთად. ანუ გული 70 გრ შაქართან, შემდეგ ცილა ამოვიყვანოთ 70 გრ შაქართან ერთად. შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ გამდნარიი კარაქი და გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი და შევუიოთ ნაზად-ფაქიზად :) როგორც ბისკვიტს ეკადრება. გამოცხობა : 170 გრადუსზე 50- 55 წთ (შეაოწმეთ ჩხირით). მოხარშული კრემი: კვერცხი - 1 ც შაქარი - 125 გრ ფქვილი - 90 გრ რძე - 500 მლ/ლ შესათქვეფად: კარაქი : 100 გრ მომზადება: (მე კრემი მოვხარშე 1 ლიტრზე, თუმცა კონკრეტულად ამ ზომის ბისკვიტზე მიდის 500 მლ/ლ ზე კრემი) კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. რძე დავდგათ ასადუღებლად. კვერცხის მასას დავამატოთ ფქვილი, შემდეგ რძის ნახევარი და გავთქვიფოთ. შემდეგ დავაბრუნოთ ქვაბში და მოვშუშოთ კარგად. მომზადებული კრემი გავაციოთ ბოლომდე შემდეგ გადავთქვიფოთ 100 გრ კარაქთან ერთად სანამი: შაქრის სიროფს დამატებული ფორთოხლის წვენი ხილი: კარამელიზირებული ბანანი , ფორთოხალი, კივი. აწყობა: მომზადებული ბისკვიტი, გავყოთ 3 ფენად. თითოეული დავნამოთ (ვის როგორც უყვარს), გადავანაწილოთ კრემი და ხილი. გემრიელად მიირთვით!

გაზიარება: