ყველასათვის გემრიელი და ტკბილი დესერტი ტარტი უკვე ჩვენი მაყურებლისთვის აღარაა რთული მოსამზადებელი.
გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი !
#ტარტი #ნუში #ჟელატინი
გამოგვყევი:
instagram: /
facebook: / chef.cave
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?
-----------------------------------------------------------------------
ქვაბში წამოვადუღოთ წყალი და ადუღების შემდეგ ჩავყაროთ ნუში. ვადუღოთ 90 წამი. ამის შემდეგ გადმოვწუროთ , ცივი წყალი გავავლოთ და გავაცალოთ კანი.
440 გრამი საცხობი ფქვილი გადავცრათ, დავუმატოთ 100 გრამი შაქრის პუდრა, 2.5 გრამი მარილი.
ამის შემდეგ ავიღოთ 200 გრამი კარაქი და დავჭრათ 1 სმ-იან კუბებად.
300 გრამი არაჟანს დავუმატოთ დაახლოებით 400 გრამი კაკლის მურაბა (მხოლოდ ნაყოფებს). დავიწყოთ მასის დაბლენდერება იქამდე სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. გადმოვიტანოთ ჯამში და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
ავიღოთ 150 გრამი შედედებული რძე. დავუმატოთ 20 მლ ლიმონის წვენს. ეს იქნება მეორე სართავი ტარტოსთვის.
ჩოპერში მოვათავსოთ გამომშრალი ნუში და დავაჩოპეროთ წვრილად. დავუკატოთ ფქვილის მასას ჯამში 60 გრამი ნუში. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და დავიწყოთ ერთმანეთში შერევა იქამდე სანამ მასა არ გახდება ფხვიერი. დავუმატოთ 2 ცალი კვერცხი და გავაგრძელოთ მოზელვა . გადმოვიტანოთ სიბრტყეზე, კარგად შევკრათ. შემდეგ გადავახვიოთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.
კაკლის კურაბის ნაყოფები დავჭრათ თხელ ნაჭრებად და გავავლოთ წყალი და გადავიდეთ ცომის გაბრტყელებაზე დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრ სისქეზე. გადავიტანოთ ტარტის ფორმაში და დავხვრიტოთ რომ ცომი არ ამოიბეროს. ამასობაში გავაცხელოთ ღუმელი ტარტის ცომის გამოსაცხობად 180 გრადუსზე და ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. ტარტის ცომზე გადავაკრათ პერგამენტის ქაღალდი და დავამძიმოთ ბრინჯით.
15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან მოვაშოროთ პერგამენტი და ბრინჯი და შევაბრუნოთ ღუმელში 10 წუთით.
ამასობაში ავიღოთ 8 ფირფიტა ოქროს ჟელატინი და დავარბილოთ ცივ წყალში.
ამასობაში ტარტის ცომი გამოცხვა და გავაგრილოთ. პარალელურად ჟელატინი დავუმატოთ კაკლის გულსართს და მოვათავსოთ გაზქურაზე. პროცესი უნდა მოხდეს ნელ-ნელა რათა მოხდეს ჟელატინის შეჩვევა გულსართთან .
3 ფირფიტა ჟელატინი ასევე გავხსნათ 150 გრამ შედედებულ რძეში.
დავიწყოთ ტარტის აწყობა. გამომცხვარ ცომზე მოვათავსოთ კაკლის ნაყოფის მასა ზემოდან მოვასხათ შედედებული რძის და ლიმნის მასა. მოვაყაროთკაკლის მურაბის თხელი ნაჭრები და შევდგათ მაცივარში, რომ მასა შედედდეს, დაახლოებით 40 წუთით.
40 წუთის შემდეგ ტარტი გამოვიღოთ მაცივრიდან.
ამასობაში 12 გრამი ჟელატინი გავხსნათ წყალში კაკლის სიროპისთვის . დავუმატოთ მურაბას და დავიწყოთ გაზქურაზე შეთბობა, ოღონდ იმ ტემპერატურამდე რომ არ წამოდუღდეს და უბრალოდ გათბეს.
ამის შემდეგ გამთბარი მასა დავასხათ ტარტს რომ ბოლომდე შეივსოს ტარტი.
და ისევ შევაბრუნოთ მაცივარში სანამ გულსართი არ გამყარდება.
ტარტი მზადაა. გემრიელად მიირთვით !!!