MOE: გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
06/05/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ მონაწილეობა მიიღეს Toyota-ს ჰიბრიდული ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის Toyota Prius ტესტ-დრაივში. ღონისძიება გაიმართა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, Wissol-ის ავტოგასამართ სადგურზე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთლიანი გაფრქვევის დაახლოებით 70%-ს სწორედ ავტოტრანსპორტის გაფრქვევები შეადგენს. მაგალითად, თბილისის ჰაერის ხარისხის ფორმირებაში ავტოტრანსპორტის სექტორს 95%-ზე მეტი უჭირავს. Toyota Prius-ის ბენზინზე მომუშავე ძრავა გამოირჩევა CO2-ის ემისიის უმცირესი დონით, ხოლო ელექტროძრავა საერთოდ არ გამოყოფს CO2-ს და არ აბინძურებს გარემოს. სრულ ჰიბრიდულ ამძრავში გაერთიანებულია ელექტროძრავისა და 1,8ლ. მოცულობის ბენზინის ძრავის უპირატესობანი, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი ზეგავლენა გარემოზე.