MOE: გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული გეგმის წარდგენა
06/17/2014
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული გეგმის წარდგენა\" გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო. კონფერენციაზე 2014-2020 წლების გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც დეტალურად განიხილეს პროგრამით გათვალსიწინებული ღონისძიებები. შეხვედრაზე გაუდაბნოების გამოწვევ მიზეზებზე ისაუბრეს და დაიგეგმა ღონისძიებები მიწის დეგრადაციის შესამცირებლად. შეხვედრის მონაწილეები ექსპერტთა მიერ მომზადებულ ანგარიშებს და რეკომენდაციებს გაეცნენ. პროექტი სახელწოდებით „გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის კონვენციის სტრატეგიასთან და ეროვნული მოხსენების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა\", გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსდა, რომლის ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა, პროექტის განმახორცილებელი კი „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია\".
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა და აღმოსავლეთ საქართველოს მიწის დეგრადაციის რუკის კონცეფცია.
2014 წელს, საქართველო გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღეს მეთხუთმეტედ აღნიშნავს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ოცდამეათედ აღინიშნება. წელს ღონისძიების სლოგანია: ,,მიწა ეკუთვნის მომავალს\".