მარტოხელა დედების პრობლემები
ვენერა იმნაძე მარტოხელა დედაა. მის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჰყავს. როგორც ამბობს, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მუშაობის დაწყება უჭირს და სახელმწიფოსგან სასურველ შეღავათებზე საუბრობს. ქათალ საინფორმაციო ცენტრმა ვენერა იმნაძის პრობლემაზე სიუჟეტი რამდენიმე თვის წინაც გააკეთა. მისი თქმით, ვითარება დიდად არ შეცვლილა. მსგავს სიტუაციაში მრავალი მარტოხელა დედაა, რომელთა მდგომარეობაც, შრომის ახალმა კოდექსმა, შესაძლოა, ვერ შეცვალოს. პრემიერის ამ განცხადებამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. პროფკავშირები ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც შრომის კოდექსში ქალტა საკითხების გათვალისწინებას ლობირებს. ეთერ მათურელი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიხედვით, ქალთა მდგომარეობა დიდად არ უმჯობესდება. ძალადობისგან დაცვის ქსელის მონაცემებით, რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფოს მარტოხელა დედებისათვის ხუთლარიანი დახმარება ჰქონდა. დღევანდელი მდგომარეობით კი სტატუსი - მარტოხელა დედა აღარ არსებობს. ელისო ამირეჯბი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანთა პრობლემების მოსაგვარებლად, პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. საქსტატის მონაცემებით, 200-2013 წლების შუალედში, 30 ათასამდე დედა ფიქსირდება, რომელთა შვილების დაბადების მოწმობაში, მამის გრაფა ცარიელია. გენდერის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ისინი ოჯახისა და საზოგადოების მხრიდანაც განიცდიან ზეწოლას და სახელმწიფოსგან ხელშეწყობას საჭიროებენ. სიუჟეტი მომზადდა პროექტის „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის გავითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ. სიუჟეტში გამოხატული მოსაზრებები და შეხედულებები არ წარმოადგენს აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პოზიციას. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა პანკისში
Tamara Karelidze
მარტოხელა დედები საქართველოში
JAMnews ქართულად
ხელოვანები მარტოხელა დედების მხარდასაჭერად
WIC ORG
ყველა მარტოხელა დედების წინააღმდეგ
netgazeti ge
#ახალიდღე პანდემიის გავლენა მარტოხელა დედების ცხოვრებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
30 09 13 მარტოხელა დედების სამსახურიდან გათავისუფლება კანონი...
WIC ORG
gender.ge მარტოხელა დედების მდგომარეობა - გადაცემა „ნუ იქნებ...
GENDER. ge
საქველმოქმედო აქცია
Business_2050