შეხვედრა პანკისში

06/13/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პანკისში მცხოვრები ქალებისათვის, სოფელ დუისში საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ქალები პანკისის ოთხი სოფლიდან მონაწილეობდნენ.
სოციალური თემატიკა, მარტოხელა დედების პრობლემები, ქალთა შრომითი და უფლებრივი მდგომარეობა.. ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შეხვედრისას წამოიჭრა. შეხვედრაში 20-ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა.
შეხვედრას ქალთა უხუცესთა საბჭოდანაც ესწრებოდნენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, მონაწილეებს ginsc.net-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, სადაც თითოეულ მათგანს, ონლაინ კონსულტაციის მიღება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის თითქმის ყველა მონაწილე, მარტოხელა დედის სტატუსს ატარებდა.
ადგილზე იურიდიული კონსულტაცია, შეხვედრის მონაწილეებს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის იურისტმა გაუწია. მან თავისი ინიციატივით, დამსწრეთა ინდივიდუალური შემთხვევების ადვოკატირების სურვილი გამოთქვა.
პანკისში მსგავსი ტიპის შეხვედრა პირველია, თუმცა არა - უკანასკნელი. ქალთა საინფორმაციო ცენტრს, პანკისელ ქალებთან შეხვედრები და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რამდენიმე ეტაპად აქვს დაგეგმილი. @vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/