ხელოვანები მარტოხელა დედების მხარდასაჭერად
18-20 ივლისს, თბილისში, ევროპის სახლში, ქალთა ფონდმა საქართველოში ასოციაცია არტისტერიუმთან ერთად - უსახლკარო, მარტოხელა დედების დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიებაზე - სახელწოდებით „მისი სახლი" - ინტერიერის ნივთების გაყიდვით შემოსული ფული მთლიანად მოხმარდება ყოფილი კარდეოლოგიის ინსტიტუტში უკიდურესად გაჭირვებაში მცხოვრებ უსახლკარო მარტოხელა დედებს. ისინი თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად მუდმივად გამოსახლების შიშის ქვეშ ცხოვრობენ. საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 24 აპრილს მიღებულ #126 დადგენილებაში, 2013 წლის 17 მაისს, სიღატაკის დონის შემცირების მიზნით, ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი და უსახლკაროდ დარჩენილი პირების განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში. ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად უსახლკარო ქალები და მათი შვილები მინიმალური საარსებო შემწეობის გარეშე დარჩნენ. ექსპონატების დათვალიერება და ყიდვა სამი დღის განმავლობაში იყო შესაძლებლი ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში. დიზაინერებმა ულამაზესი ნივთები გამოფინეს საკუთარი კოლექციებიდან, ასევე საკუთარი ნივთების შემომწირველები გახდნენ მხატვრები, მუსიკოსები, კინომცოდნეები, ჟურნალისტები და ქველმოქმედი ადამიანები. ექსპოზიცია ასოციაცია არტისტერიუმის მიერ მოეწყო და მყუდრო და ოჯახურ გარემოს ქმნიდა არა მხოლოდ დამთავალიერებლებისათვის, არამედ თავად ბენეფიციარებისთვისაც. ამ ოჯახების ხილვადობა საზოგადოებაში დაბალია, ქალთა ფონდმა საქართველოში ადრეც მოაწყო მსგავსი გამოფენა და მომავალშიც აპირებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქველმოქმედო გამოფენების საშუალებით.
WIC ORG-ის სხვა ვიდეოები
01:14
კლაუდია რუში და ანა კორძაია–სამადაშვილი
04:05
ხელოვანები მარტოხელა დედების მხარდასაჭერად
01:08
ოჯახში ძალადობა
04:56
თავდაცვის უწყება გენდერული პრინციპების დაცვის კუთხ...
07:17
აშშ-ს ელჩი გამოფენაზე "დამფუძნებელი კრების წევრი ქ...
11:05
ელენე რუსეცკაია გამოფენაზე "დამფუძნებელი კრების წე...
02:51
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სამუშაო შეხვედრა
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე პანდემიის გავლენა მარტოხელა დედების ცხოვრებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარტოხელა, მიუსაფარი და მრავალშვილიანი დედების დახმარების პრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ლელომ“ ახალი წევრები წარადგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თოქშოუ სენტენცია - ელენე ლუხუტაშვილი
#ახალიდღე მარტოხელა მშობლობის საფასური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოციალური დახმარების დარიგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა მარტოხელა მამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster