თავდაცვის უწყება გენდერული პრინციპების დაცვის კუთხით სამაგალითოა
„უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“,- ასე ჰქვია კურსს, რომელიც 15-17 ივლისს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ გახსნა. მან ყურადღება სამინისტროში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციაზე გაამახვილა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების განხორციელებასა და მრავალმხრივი მონიტორინგის დაგეგმვაზე ისაუბრა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი თამარ თავართქილაძე ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2011 წელს გაეროს #1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ კი აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუციის განხორციელების თვალსაზრისით, თავდაცვის უწყება ერთ-ერთი წარმატებული სამინისტროა, რომლისგანაც მაგალითი შეიძლება სხვა სამინისტროებმაც აიღონ. სემინარის მონაწილეებს ნატოს ოპერაციებში გენდერული მრჩევლის როლსა და ავღანეთის გამოცდილებაზე ესაუბრა ნორვეგიის შეარაღებული ძალების მაიორი ტორმოდ ოვერლანდი. სემინარი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორებიცაა: გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და თანმდევი რეზოლუცები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე; ნატოს პოლიტიკა გენდერის საკითხებზე, გენდერული მრჩევლის როლი ნატოს ოპერაციებში და ავღანეთის გამოცდილება.
WIC ORG-ის სხვა ვიდეოები
01:14
კლაუდია რუში და ანა კორძაია–სამადაშვილი
04:05
ხელოვანები მარტოხელა დედების მხარდასაჭერად
01:08
ოჯახში ძალადობა
04:56
თავდაცვის უწყება გენდერული პრინციპების დაცვის კუთხ...
07:17
აშშ-ს ელჩი გამოფენაზე "დამფუძნებელი კრების წევრი ქ...
11:05
ელენე რუსეცკაია გამოფენაზე "დამფუძნებელი კრების წე...
03:52
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გამოფენაზე "დამფუძ...
02:51
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სამუშაო შეხვედრა
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს საგანგებო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის უწყება ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
TV IMEDI
სამხედროების ბინების გადაცემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის უწყება ტენდერს აცხადებს
TV IMEDI
თავდაცვის უწყება მცირე ბიუჯეტის გამო, შესაძლოა, ჯარის კვებ...
Tengo Bzhania
„თავდაცვის უწყება ვერ ართმევს თავს თავის ამოცანას,“ გიორგი თ...
Formula News
აზეირბაიჯანის თავდაცვის უწყება
Metronome მეტრონომი