I am taking my homeland with me | თან მიმაქვს ჩემი სამშობლო | Chai Khana

01/25/2019
Chai Khana-ის მიერ

Georgians arrived in Istanbul at different times with different aims. Today they are scattered throughout this foreign city but each one is creating their own version of Georgia, a reflection of what they miss from home.

Author: Maka Gogaladze
---
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით, სტამბოლში საცხოვრებლად ჩასული ქართველები ქალაქის სხვადასხვა პოლუსზე გაბნეულ თავის სივრცეებში პატარა საქართველოებს აშენებენ. ჰუსეინის საქართველოში ქართველები თურქულ ჩაის და კერძებს ამზადებენ, სართულიდან სართულზე დაატარებენ და ადგილობრივებს უმასპინძლდებიან.

ირაკლის საქართველო კაფე გალაკტიონია, ყველასთვის ღია ქართული სამზარეულოთი, ლიტერატურით და მუსიკით. ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ბევრი ქართველი ქალი ოჯახშია დასაქმებული. ისინი დადუსთან ხშირად იკრიბებიან, ქართულ კერძებს ამზადებენ, ქართულ სიმღერებს მღერიან და სადარდებელს უზიარებენ ერთმანეთს.

ავტორი: მაკა გოგალაძე

More from Chai Khana:
Website: https://chaikhana.media/en
Facebook: https://www.facebook.com/chaikhana.media
Twitter https://twitter.com/ChaiKhanamedia
Instagram https://www.instagram.com/chaikhaname...