Trialeti - one village, three faiths | თრიალეთი - ერთი სოფელი, სამი სარწმუნოება | Chai Khana

09/28/2018
Chai Khana-ის მიერ

Fearing that an avalanche of mud would hit his mountain village in western Georgia, in 2008 Malkhaz Mgeladze packed up his life and relocated to gentler hills in the eastern Kvemo Kartli region. The threat of a landslide was looming – in fact, the danger had been growing for a long time and he did not want to be caught in the village when it happened. The journey for a new home took the then-24-year-old to Trialeti, a village of roughly 500 people - a tiny melting pot of ethnicities and faiths where ethnic Georgians have long been a minority.

Like many eco-migrants from the region of Adjara, Mgeladze is Muslim. He is a descendant of Georgians who likely adopted Islam during Ottoman Turkey’s control of the region from 1614 to 1878. Under the state-imposed atheism of the USSR, being Muslim or Christian mattered little, but, as the Soviet Union melted, religion and national identity merged and Orthodox Christianity become a paradigm for being a true Georgian. So when the first Muslims arrived in Trialeti in 2004 from environmentally unstable Adjara, they struggled to fit in. The suspicion dissolved soon and the Muslims became integral part of a diverse community of ethnic Armenians adhering to the Apostolic Church and ethnic Greeks, followers of the Greek Orthodoxy.

Authos: Shorena Tkeshelashvili \u0026 Konstantine Komakhidze
---
ზვავსაშიშროების გამო, 2008 წელს, მალხაზ მგელაძე მაღალმთიანი აჭარიდან, კერძოდ კი ხულოს რაიონის სოფელ აგარადან ქვემო ქართლში გადასახლდა. მალხაზი 24 წლის იყო, როდესაც სოფელ თრიალეთში გადავიდა საცხოვრებლად. თრიალეთი, სადაც ამჟამად 500 ადამიანი ცხოვრობს მრავალეთნიკური სოფელია. აღსანიშნავია, რომ სოფელში მართლმადიდებელი ქართველი მოსახლეობა ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენდა.
სხვა ეკომიგრანტების მსგავსად მგელაძეც მუსლიმია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მარლთმადიდებელი ქრისიტანობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, 2004 წელს დაბა თრიალეთში ჩამოსახლებულ აჭარელ ეკომიგრანტებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან წინააღმდეგობა შეექმნათ. თუმცა, დროთა განმავლობაში მუსლიმი მოსახლეობა სოფლის მრავალფეროვანი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამგვარად, თრიალეთის მთელი ისტორია რელიგიურ თავისუფლებას ეფუძნება.

თრიალეთი 1857 წელს გერმანელი მიგრანტების მიერაა დაარსებული. ისინი საქართველოში 1800-იან წლებში ჩამოვიდნენ. 1815 წელს სამხრეთ გერმანელი პროტესტანტების ერთ-ერთი განშტოება, რომელიც რწმენის გამო იდევნებოდა, რუსეთის მეფე ალექსანდრე I შეხვდა. მათ მიიღეს მეფის თანხმობა კავკასიაში გადმოსახლების თაობაზე. საქართველოში გერმანელები ძირითადად დედაქალაქში და ქვემო ქართლიში დასახლდნენ. თავდაპირველად ისინი თბილისში 1818 წელს გამოჩნდნენ. მოგვიანებით დააარსეს სოფლები: კატერინენფილდი (დღევანდელი ბოლნისი), ელიზაბეტთალის (დღევანდელი ასურეთი) და ალექსანდერსჰილფი - თრიალეთი.

სოფელი თრიალეთი გამორჩეულია ტრადიციული გერმანული და ქართული არქიტექტურის ნაზავით. რელიგიური თავისუფლების ფონზე გერმანელებმა ევანგელისტურ-ლუთერანული ტაძარი ააშენს, რომელიც დღემდე ერთადერთია სოფელში. იგი 1930-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ კი კულტურულ ცენტრად გადააკეთეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობა დაცარიელდა და გაპარტახდა. 2017 წელს ტაძარი აღადგინეს. დღესდღეობით იქ ღვთისმსახურება არ ტარდება, თუმცა ადგილობრივი სომეხი და ბერძენი მოსახლეობა შენობას სალოცავად იყენებს და ხატებიც უკიდიათ. ისინი ტაძარს „კირხეს” ეძახიან, რაც გერმანულად ეკლესიას ნიშნავს.

თრიალეთის მუსლიმი მოსახლეობა მეჩეთში ლოცულობს. შენობა, რომელიც ერთ დროს ბერძნების ოჯახს ეკუთვნოდა, 2010 წელს მეჩეთად გადაკეთდა. როგორც 76 წლის იმამი, შალვა ვანაძე ამბობს, რომ პარასკეობით და დღესასწაულების დროს მეჩეთი მთლიანად ივსება. სამუშაო დღეებში კი ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ საზრუნავშია ჩართული. თრიალეთისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან სიჭრელეში, ნელ-ნელა უჩინარდებიან ადგილობრივი ახალგაზრდა ადამიანების სახეები. დასაქმების პრობლემებისა თუ სხვა არაჰუმანური საყოფაცხოვრებო პირობების გამო, მათ გული ქალაქისკენ მიუწევთ. არსებობს საშიშროება იმისა, რომ თრიალეთის მრავალეთნიკური მოსახლეობა მალე გაქრება, როგორც ერთ დროს სოფლის გერმანელი დამაარსებლები გაქრნენ.

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი, კონსტანტინე კომახიძე



More from Chai Khana:
Website: https://chaikhana.media/en
Facebook: https://www.facebook.com/chaikhana.media
Twitter https://twitter.com/ChaiKhanamedia
Instagram https://www.instagram.com/chaikhaname...