MOE: მტირალას ეროვნულ პარკს 4 ახალი მობინადრე შეემატა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს მტირალას პარკში შვლების გაშვების ღონისძიებაში.
აღნიშნული ქმედება ბიომრავალფეროვნების დაცვისაკენ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რაც უდავოდ შეიტანს წვლილს ცხოველთა დაცვის და კონსერვაციის თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
გზააბნეული შვლები ბათუმის \"6 მაისი პარკში\" აჭარის რეგიონის მოსახლეობამ სხვადასხვა დროს მიიყვანა. მათგან ყველაზე უფროსი 3 წლისაა, ხოლო უმცროსი - 1 წლისა და 6 თვის. შვლების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, პარკის თანამშრომელთა ზრუნვის შედეგად, დადგინდა, რომ უკვე შესაძლებელია მათი ბუნებაში დაბრუნება.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან