MOE: სამინისტროსა და UNDP-ის ახალი ოთხწლიანი პროგრამა

09.06.2014 00:43

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას ითვალისწინებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წამომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა შესაბამის პროექტის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ოთხწლიანი პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას, რომელშიც შედის კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი და ახლად ჩამოყალიბებული მაჭახელას ეროვნული პარკი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მაჭახელას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვის გაძლიერება და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება. პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აფინანსებენ. ბიუჯეტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძებები გაიმართა
01:11

MOE: ბორჯომში კამპანია ,,ჩემი გარემოს'' აღსანიშნავად ღონისძე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროს ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა
01:22

MOE: სამინისტროს ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსან...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით მედია ტური გაიმართა
01:12

MOE: სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ივნისი - \"მწვანე თვე\"
01:06

MOE: ივნისი - "მწვანე თვე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ოთხწლიანი პროგრამა
01:17

MOE: სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ოთხწ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: განახლებადი ენერგიის შედეგები
01:32

MOE: განახლებადი ენერგიის შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოთხწლიანი პროგრამა
01:02

MOE: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოთხწლიანი პროგრამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ოთხწლიანი პროექტი აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის
01:22

MOE: ოთხწლიანი პროექტი აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარებ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო