საპროეტესტო აქციები - პოლიტიკური პოზიციები
05/06/2024
საპროტესტო მუხტი არ ცხრება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში ოპოზიცია წინააღმდეგობრივი მოძრაობის კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს.
უკვე მეორედ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრთა განცხადებებში პირდაპირი მინიშნება კეთდება შესაძლო მსხვერპლზე. დევი ჭანკოტაძის შემდეგ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია ზურა ჭიაბერაშვილის გზავნილმა, რომელმაც საპროტესტო აქციებზე საუბრის დროს ფატალური შემთხვევის ალბათობა დაუშვა. ოპონენტები პროცესების უკიდურესად დაძაბვაზე და ყველა მოსალოდნელ შედეგზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათ რიტორიკაში გახშირდა პარალელების გავლება დღეს მიმდინარე მოვლენებსა და „ვარდების რევოლუციას“ შორის. შესაძლო მსხვერპლზე აქცენტების გაკეთება წინასწარ მიღებული ინსტრუქციების ნაწილია ხელისუფლებისთვის, რომელიც ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერებს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, დემონსტრანტებს კი ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებზე მიუთითებენ. „ქართული ოცნება“ მოსალოდნელ პროვოკაციებზე მიანიშნებს. ამ კონტექსტში დღეს ის რეზინის ტყვიებიც ახსენეს, რომლებიც წინა კვირას რუსთაველის გამზირზე იპოვეს და რომელთა გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე კატეგორიულად უარყოფს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.