განახლებადი ენერგია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის
04/02/2021
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შპს „ბიორასი“ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის განახლებად ენერგიას იყენებს
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შპს „ბიორასმა“, 60 მზის პანელისა და 24 მზის ბატარეის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო. გამომუშავებული ენერგიით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 12 ჰა-ზე გაშენებული კაკლის ბაღისა და მცირე სასათბურე მეურნების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა ხდება.
მეურნეობის დასათვალიერებლად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში იმყოფებოდნენ.
შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონი გამორჩეულია ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალით, მნიშვნელოვანია რომ შპს „ბიორასის“ წარმატებული გამოცდილება გაიზიარონ სხვა ადგილობრივმა მეწარმეებმაც.
აღსანიშნავია, რომ „სოფლის განვითარების პროგრამის” მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაა.
პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
#სოფლისგანვითარება #მთავრობა2021 #ქვემოქართლი2021 #თეთრიწყარო202