ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა
30 იანვარს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებულმა თეატრმა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა წარმოადგინა. სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო „გორდასა“ და „აბესალომ და ეთერის“ კოსტიუმები და პარტიტურები, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა. სპექტაკლის „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვანი პარტიები შეასრულეს მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერლებმა - ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა
culturegovge culturegovge
ელდარ გეწაძის ვარსკვლავის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ტარდება
culturegovge culturegovge
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეული
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შესახებ
culturegovge culturegovge
საარემაას ოპერის დღეები
culturegovge culturegovge
ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ 30 იანვარს გაიხსნება
შუადღე GDS / shuadge GDS
ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება
culturegovge culturegovge