ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება

01/29/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას-დავით თორაძის „გორდას“2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს. „გორდას“ აღდგენის ინიციატივას საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინოანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში გაიმართება.
ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი„გორდა“ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (პროექტის მთავარი არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან