საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა
01/04/2023
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპისკოპოსის ილია მეორის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. 1977 წლის 23 დეკემბერს სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.
ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლებისა და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება. ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.
ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმიდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი.
უწმინდესისა და უნეტარესის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართება. საღამო 20:30 საათზე დაიწყება. საზეიმო კონცერტს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ილია მეორეს იუბილეს ულოცავს სხვადასხვა სასულიერო ლიდერი. პატრიაქმა მიიღო მილოცვა რომის პაპისგან, მსოფლიო პატრიარქისგან, იერუსალიმის პატრიარქისგან. უწმინდესისა და უნეტარესის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისალოცი წერილები გაავრცელეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფოს პირველი პირები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმბყრობელს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებენ. საკუთარ მისალოც წერილებში ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდ ღვაწლზე საუბრობენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.