ელდარ გეწაძის ვარსკვლავის გახსნა


თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ, 24 ნოემბერს ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნება.

ღონისძიება  საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მისი მოწაფეები - ოპერის თეატრის სოლისტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.  შესრულდება არიები როგორც ქართული, ასევე უცხოური ოპერებიდან. პარტიებს შეასრულებს თავად ელდარ გეწაძეც.

მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ელდარ გეწაძეს შესრულებული აქვს ბარიტონის ორმოცდახუთი წამყვანი პარტია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან