მინისტრმა რიგაში მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში

01/29/2015
Vakhtang Gomelauri-ის მიერ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტერიალს დაესწრო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიგრაციის, სამართალდაცვით სფეროში გასატარებელი რეფორმების, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სოკრატეს ჰასიკოსთან, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ იოანა მიქლ–ლაიტნერთან, ფინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ფეივი რესენენთან, პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივან პიოტრ სტახანჩიკთან, პორტუგალიის შიდა ადმინისტრაციის მინისტრ ანაბელა როდრიგესთან, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ, შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრ ეტიენ შნაიდერთან, ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ჟან ჟამბონთან, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაზიერთან, კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციის და საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრ იონას ნიკოლაუსთან და ნიდერლანდების სამეფოს სახელმწიფო მდივანთან და უსაფრთხოების მინისტრთან ფრედრიკ ტეევენთან. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერაზე და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/iHy4wq

ვიდეოები „Vakhtang Gomelauri"-ისგან