მსოფლიოში კოვიდი ვრცელდება - გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze France 28/07/2022
08/26/2022
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze-ის
მიერ
✅მსოფლიოში კოვიდიც ვრცელდება და მაიმუნის ყვავილიც. ამ გამოწვევებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებულია.
✅მივესალმები ჯანდაცვის მინისტრის დაანონსებულ რეფორმებს, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობ. იმედია, ეს არ გადაიქცევა კორუფციული სისტემის ნაწილად. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ყველაფერი კარგად იწყება, მაგრამ კორუფციული გარიგებებით თავდება.
✅მივესალმები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ქვეყანაში აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბებაზეც. პირველი ვიყავი, ვინც ქართული აკრედიტაციის სისტემა შევქმენი, საპილოტე პროექტიც გავაკეთე და სამინისტროს შევთავაზე, მაგრამ მინისტრთან ალბათ, უკუღმა მიიტანეს. დამირეკეთ, დაგეხმარებით.
✅ახლა პირადი სიახლეები - ორშაბათიდან ისევ ვიწყებ მუშაობას ჯანდაცვის მსოფლიო ირგანიზაციაში, ძალიან საინტერესო პროგრამაში ვიღებ მონაწილეობას, მომიწევს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებისთვის დახმარების გაწევა და ძალიან დაკავებული ვიქნები.
✅ვცდილობდი, საქართველოს უანგაროდ დავხმარებოდი, მაგრამ ქართულ ოფიციოზს გიორგი ფხაკაძე არ სჭირდება. მსოფლიოში კი თურმე არსებობს ათეულობით ქვეყანა, რომლებსაც გიორგი ფხაკაძის დახმარება სჭირდებათ.
✅ფაქტი ერთია - საქართველოში ჯანდაცვის ნამდვილი რეფორმის განხორციელება ვინმეს რომ უნდოდეს, ხელი უნდა ჩაევლოთ ფხაკაძისთვის, ქვეყანაში ჩამოეყვანათ და ეთქვათ: მიდი, მიხედე!
✅ჩემი სამოქალაქო ვალი პირნათლად შევასრულე. პანდემიის დროს უანგაროდ ვიყავი ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში. მაგალითად, ვაქცინაციის კამპანიაში მე, ერთმა ადამიანმა უფრო მეტი წვლილი შევიტანე, ვიდრე მთელმა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ალალად ვამბობ.
✅ფხაკაძის მიერ წამოწყებულ სამედიცინო პირბადეების კამპანიასაც გავიხსენებ, რომლის შედეგადაც 1,20 ლარიდან პირბადის ფასი 15 თეთრამდე შემცირდა;
✅სხვათა შორის, წინა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ხშირად მეკონტაქტებოდა, რეგულარულად გვქონდა არაფორმალური საუბრები და ბევრი რეფორმა, რაც მან წამოიწყო, ჩვენი ერთობლივი დიალოგის შედეგია.
✅მთელი პანდემიის პერიოდში საზოგადოებას ვაწვდიდი უახლეს სამეცნიერო სტატიებს, ვასწავლიდი, რომელია სანდო წყაროები და რას დაეყრდნონ. ჩემი აქტივობის მიზანი იყო ერთადერთი - ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენა.
✅გულწრფელად გეტყვით, სამწუხაროა, რომ საქართველომ გიორგი ფხაკაძე ვერ გამოიყენა. ახლახან საქართველოში 3 კვირით ვიყავი ჩამოსული და მთავრობიდან არავინ დამიკავშირდა. გვერდზე ჰყავთ კორუმპირებული, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, „ატკატებში“ დახელოვნებული პირები.
✅გულწრფელად გეტყვით, გამოცდილების ის ნაკრები, რაც მე მაქვს, საქართველოში არავის აქვს. ფხაკაძე არის ექიმი, ქირურგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო ანთროპოლოგიის დოქტორი, ნამუშევარია გაეროსა და ევროკავშირის სხვადასხვა სააგენტოებში მსოფლიოს რთულ წერტილებში, ასევე საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოებს ვმართავდი, ვიყავი ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე. ვარ პროფესორი და ტვილდიანის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე, საინფორმაციო ლაივების სერია მაქვს, ამ ყველაფრით ვცდილობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გახდეს უკეთესი.
✅მითხარით, ასეთი მრავალმხრივი გამოცდილების და სპეციფიკური განათლების სინთეზი სხვას ვის აქვს საქართველოში? მეორე შეკითხვა - შეიძლება, ასეთი ადამიანი ქვეყანამ არ გამოიყენოს? გისმენთ.
✅როცა ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე იდგა, არაერთხელ შევთავაზე ჩემი უანგარო დახმარება. სიმბოლურად 1 ლარად ვიმუშავებ, ჯანდაცვის სისტემა დავალაგოთ, ავამუშაოთ და მერე წავალ-მეთქი.
✅არ უნდათ, ეშინიათ, რადგან ეს კორუფციულ სქემებს ჩამოანგრევს. მე ხომ არავისტი არ ვარ და არ ვიქნები. მართლა გული მწყდება, რომ ჩემი გამოცდილება არ მოხმარდება საქართველოს.
✅თავს ვეკითხები, რატომ სხვა ქვეყანას, როცა ჩემი დახმარება ნამდვილად სჭირდება საქართველოს? იმიტომ, რომ არავინ არის მზად.
✅ახლა დაუკვირდით, რას გეტყვით - თუ გიორგი ფხაკაძე იმუშავებს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მიდის წინ. თუ ფხაკაძე საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, ესე იგი ქვეყანა ჭაობშია.
✅მარტივი ფორმულაა - თუ ქვეყანა არ იყენებს ისეთ ადამიანური რესურსს (მეც და სხვებსაც), რომელიც არის დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული და პროფესიონალი, ის სახელმწიფო ვერ განვითარდება. საქართველოში კი ადამიანური პოტენციალის გამოყენება არ ხდება.
✅დიახ, გიორგი ფხაკაძისნაირი ადამიანები უნდა ჩამოვიდნენ ქვეყანაში. როცა ასეთი ექსპერტები სხვაგან მიდიან სამუშაოდ, ხოლო საქართველოში ექსპერტები უცხოეთიდან ჩამოჰყავთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ღრმა კორუფციაშია. პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება.
✅მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც დადგება უკეთესი დრო. როდის? - არ ვიცი.
✅სადაც უნდა ვიყო, საქართველოზე ვიზრუნებ. ახლაც მაქვს 2 პროექტი: აკრედიტაციის და უწყვეტი სამედიცინო განათლების. ორივეს ვჩუქნი სახელმწიფოს, დანერგეთ, მე არაფერი მინდა, გააკეთეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა გახდეს პაციენტზე ორიენტირებული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი. ეს შესაძლებელია, ოღონდ უნდა იყოს ამის პოლიტიკური ნება.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
✅გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე / giorgipkhakadze