"საქართველო - სამი ზღვის ინიციატივის" ინტერვიუ ზურაბ გურულთან ვაქცინაციის შესახებ.

04/06/2021

#ვაქცინაგვიცავს
✔ვაქცინაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას ფარგლებში პირველი ინტერვიუ 2021 წლის 4 აპრილს ჩაიწერა აშშ-ს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის სამედიცინო ცენტრის ანესთეზიის დეპარტამენტის ხელძღვანელთან, მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასოცირებულ კლინიკურ პროფესორთან ზურაბ გურულთან.

ასტრაზენეკას” პერსპექტივები აშშ-ში, რატომ კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელების, მათ შორის ენტონი ფაუჩის მხრიდან. რამდენად აზიანებს მსგავსი ქმედება ვაქცინის რეპუტაციას და ამცირებს ხალხის ნდობას მის მიმართ. დაშვებული იქნება თუ არა “ასტრაზენეკა” აშშ-ში?
✔საქართველო მეორე კვარტალში “ასტრაზენეკას” ვაქცინების ახალ პარტიას ელოდება, აქედან გამომდინარე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა “ასტრაზენეკა”. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ მხოლოდ მარტში “ასტრაზენეკას” შესახებ სამი განცხადება გააკეთა, მათ შორის უკანასკნელი 31 მარტს, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და არავითარი კავშირი ასტრაზენეკას ვაქცინით აცრასა და რამდენიმე ფატალურ შემთხვევას შორის დამტკიცებული არ არის. არც ასაკის ან სქესის მიხედვით დამატებით რეგულაციას სააგენტო არ იზიარებს. თუმცა, ბუნებრივია აგრძელებს დაკვირვებას. ყოველივე ამის ფონზე, რა მეცნიერული საფუძვლები აქვს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმს და რამდენად მნიშვნელოვანია “ასტრაზენეკას” ვაქცინების საქართველოში შემოტანა.
✔ დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 37 მილიონი აცრა გაკეთდა, აქედან დაახლოებით ნახევარი “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე მოდის. ვაქცინაციის მაღალი ტემპის გამო, განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობისგან, ქვეყანა რეგულაციებს ამცირებს. რა საფუძველი აქვს ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის “ასტრაზენეკას” ვაქვინის გამო დაპირისპირებას.
- იკვეთება თუ არა ე.წ. ჰიბრიდული ომის ნიშნები ჩინური და რუსული ვაქცინის გავრცელების ფასადით. რა სახის სამედიცინო ხასიათის დარღვევები გამოვლინდა ჩინური და რუსული ვაქცინის დამზადების პროცესში. მოხდება თუ არა ამ ვაქცინების გარღვევა უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩინური ვაქცინები აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას, ხოლო რუსული ვაქცინა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს სერტიფიცირებას ელის.
✔როგორ და რატომ ვრცელდება დეზინფორმაცია კოვიდ-პანდემიის შესახებ, რატომ მომრავლდა კვლავ “კოვიდი არ არსებობს” ნარატივი, როგორ შეიძლება შეცდომაში შეიყვანო საზოგადოება “სანდო წყაროდან” მიღებული ინფორმაციით და ციფრებით, თუ ამ ინფორმაციას სპეციალისტის დამატებითი განმარტება არ მოჰყვება მას (მაგალითად სისტემატიურად ვრცელდება ცხრილები, რომელიც იკითხება ასე - “ასტრაზენეკას” ვაქცინას რუსული “სპუტნიკის” ვაქცინა სჯობს). რა ზიანს აყენებს დეზინფორმაცია პანდემიასთან ბრძოლას და ვაქცინაციის პროცესს.
✔მთავრობის მხრიდან საზოგადოებასთან სუსტი სტრატეგიული კომუნიკაცია და ზიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ სუსტი, არაეფექტური და არა ინტენსიური ინფორმირების გამო.

ზურაბ გურულთან ისაუბრა \"საქართველო სამი ზღვის ინიციატივის თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა