„ქართული ოცნების“ წევრები ენმ-ის სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

30.04.2018 02:21

“ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელის სხდომის ჩაშლას შეეცადა. საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ენმ-ის წევრები საკრებულოს სხდომაზე პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ. „ეს იყოს წინასწარი დავალება, რომ მოეწყოთ პროვოკაცია, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება, რომ არ აჰყოლოდა ამას. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ჩვენ იმისთვის ვიკრიბებით, რომ განვიხილოთ ადამიანების პრობლემები და მოვნახოთ მათი გადაჭრის გზები, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. საკრებულო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ლაგვილავამ. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ 17 საათამდე გადადო. მისი თქმით, ენმ დღის წესრიგისა და რეგლამენტის არევას შეეცადა. „რეგლამენტით გათვალისწინებულია საკითხები, რომლებიც ითვლისწინებს დღის წესრიგს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ სხვადასხვა საკითხში დააფიქსიროს ესა თუ ის კონკრეტული საკითხი. ზოდელავა შეეცადა დღის წესრიგის არევას, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. არ მივცემთ ამის საშულებას. რამდენჯერაც შეეცდება ამის გაკეთებას, იმდენჯერ გადავცდებთ. სამი დღეც რომ დასჭირდეს, სხდომა ჩატარდება ყველა პრინციპის დაცვით“, - თქვა ფაცაციამ. საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დღევანდელი სხდომა ხმაურის გამო რამდენიმე საათით გადადო. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე საკრებულოს დარბაზს გარეთ დაიწყო. ენმ-ის მხარდამჭერებმა და წევრებმა გელა თოლორაიას სხდომაზე შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. მოგვიანებით, სხდომის დაწყების შემდეგ მურთაზ ზოდელავა სხვადასხვა საკითხის დაყენებას ითხოვდა. ფაცაციამ მას მოუწოდა, რომ საკითხები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს განეხილათ, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ. დაპისისპირება სხდომის გარეთაც გაგრძელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება
02:39

ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზა...

Radio Atinati

კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
00:37

კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

Radio Atinati

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გახდა
02:36

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ
02:11

განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს (ვიდეო)
01:01

ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს...

Radio Atinati

ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარემ წააქეზა
01:23

ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის თავმჯდომარ...

adjara unm

„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომაც სპეცკულაციებს ეწევიან
02:57

„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთუ...

Radio Atinati

ოპოზიციური პარტიების ბრალდებები მმართველი ძალის მიმართ და „ქართული ოცნების“ პასუხი
02:25

ოპოზიციური პარტიების ბრალდებები მმართველი ძალის მიმართ და „ქ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო