„ქართული ოცნების“ წევრები ენმ-ის სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ
04/30/2018
Radio Atinati-ის
მიერ
“ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელის სხდომის ჩაშლას შეეცადა. საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ენმ-ის წევრები საკრებულოს სხდომაზე პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ.
„ეს იყოს წინასწარი დავალება, რომ მოეწყოთ პროვოკაცია, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება, რომ არ აჰყოლოდა ამას. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ჩვენ იმისთვის ვიკრიბებით, რომ განვიხილოთ ადამიანების პრობლემები და მოვნახოთ მათი გადაჭრის გზები, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. საკრებულო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ლაგვილავამ.
სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ 17 საათამდე გადადო. მისი თქმით, ენმ დღის წესრიგისა და რეგლამენტის არევას შეეცადა.
„რეგლამენტით გათვალისწინებულია საკითხები, რომლებიც ითვლისწინებს დღის წესრიგს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ სხვადასხვა საკითხში დააფიქსიროს ესა თუ ის კონკრეტული საკითხი. ზოდელავა შეეცადა დღის წესრიგის არევას, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. არ მივცემთ ამის საშულებას. რამდენჯერაც შეეცდება ამის გაკეთებას, იმდენჯერ გადავცდებთ. სამი დღეც რომ დასჭირდეს, სხდომა ჩატარდება ყველა პრინციპის დაცვით“, - თქვა ფაცაციამ.
საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დღევანდელი სხდომა ხმაურის გამო რამდენიმე საათით გადადო. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე საკრებულოს დარბაზს გარეთ დაიწყო. ენმ-ის მხარდამჭერებმა და წევრებმა გელა თოლორაიას სხდომაზე შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. მოგვიანებით, სხდომის დაწყების შემდეგ მურთაზ ზოდელავა სხვადასხვა საკითხის დაყენებას ითხოვდა. ფაცაციამ მას მოუწოდა, რომ საკითხები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს განეხილათ, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ.
დაპისისპირება სხდომის გარეთაც გაგრძელდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/