#11. აკურის მამადათავის ეკლესია - #11. The Akura Church of Saint David ("საქართველო ჩვენს გარშემო")
#მამადავითი #აკურისმამადავითისეკლესია, #აკურა #Akura #Georgia #Kakheti ვიდეობლოგი #11, საავტორო პროექტი "საქართველო ჩვენს გარშემო". ესეც ჩვენი მეთერთმეტე ვიდეობლოგი. მისი მთავარი გმირია, ულამაზესი ბუნების ხედების გულში აღმართული აკურის მამადავითის ეკლესია. ეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი ერთ-ერთი იმ მარგალიტთგანია, რომლებიც გამჩენისგან უხვადაა გაბნეულია ქართულ მიწაზე. ეკლესიისკენ მიმავალი გზა, ბუნების ლაღი პეიზაჟები იმდენად თბილი და სავსეა, რომ ნებისმიერ გულს გაათბობს, გაალღობს ნებისმიერ დარდით შებოჭილ და შეჭირვებულ ადამიანს. ვინც უფრო მეტად დაინტერესდებით, აუცილებლად შეისწავლეთ ამ ძეგლის ფრიად საინტერესო ისტორიული ამბები დაწვრილებით, შეიტყვეთ ამ რელიგიური მონუმენტის წარსული. წარსული, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებულ კახეთში მოღვაწე ბერებთან, მეფეებთან, დიდ დავით გარეჯელთან, სოფელ აკურასთან და საერთოდ ამ სოფლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან კახეთის მეფეების ცხოვრებაში. აკურის მამადავითის ეკლესია ის ადგილია, სადაც შეგიძლია ახვიდე მოსალოცად, წინაპრების გასახსენებლად, განერიდო ყოველდღიურობის და ქუჩის ხმაურს, ყური უგდო შენი თავის ახმას, შენი ქვეყნის ძახილს. აქ შეგიძლია ჰპოვო სიმშვიდეც, ჰარმონიაც, სიხარული, სილამაზე და უბრალოებაც. ეკლესიის ეზოში ესთეტიურად გაშლილ უამრავ ქვევრში თითქოს თავმოყრილია მათზე მომუშავე სხვადასხვა თაობათა ოსტატების ძალა, იქ ჩასხმული ღვინოების მადლი და სრულყოფილება. ჩემს ნებისმიერ სიტყვაზე უფრო მეტს ეს ვიდეო იტყვის, თუმცა მე ჩემის მხრივ საბოლოოდ შემიძლია დავამატო, რომ ერთ-ერთი განცდა, რაც მომყვებოდა აქაურობის დათვალირების შემდეგ და ემოცია, რითაც დავბრუნდი - ეს არის აღფრთოვანება; სილამაზით, სისადავით, სიმშვიდით და მადლით, რაც აქ სუფევდა. გამოყენებული მუსიკა: თეონა ქუმსიაშვილი "იორზე ნამღერი"; დუეტი „კახურა“ „აკვანი“. #საქართველოჩვენსგარშემო
Soso Mikeladze Official-ის სხვა ვიდეოები
#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი"...
#4. ნეკრესის მონასტრის მშვენება - #3. Nekresi Mona...
#21. კონდამიანის გამოქვაბულები - #21. Kondamiani C...
#13. ვანთის სასახლე - #13. Remains of Vanta Palace...
#19. მთა ცივი - #19. Tsivi Mountain (პროექტი "საქა...
#5. ალავერდი და კვეტერა - #5. Alaverdi, Kvetera (პ...
#17. ელვა და ღამე - #17. Thunder\u0026Night (პროექ...
გადაღება, რომელიც საოცარი შემთხვევით დასრულდა (პრო...
მსგავსი ვიდეოები
სოფელ აკურის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ სავარაუდოდ, გაზი...
Maestro Television
აკურის ღვინის ქარხნის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკურის ბაგა-ბაღის პრობლემა
ტელეკომპანია თანამგზავრი
აკურის სკოლის ბანკეტი 2015 GIKA STUDIO Banketi 2015
Studio Gika
აკურის სკოლის ბანკეტი GIKA STUDIO 2016
Studio Gika
აკურის სკოლა ბანკეტი (GIKA STUDIO 2019)
Studio Gika
კახეთში სტიქიის დროს დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster