კახეთში სტიქიის დროს დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს
კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება. სტიქიის შედეგად კახეთში 4-5 ათასი ჰექტარი ფართობია განადგურებული, საიდანაც 15-20 ათასი ტონა ყურძენს ელოდებიან. რთველის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს. რაც შეეხება ყურძნის ფასს, რქაწითელს 50 თეთრად, საფერავს კი, ერთ ლარად შეისყიდიან. შეგახსენებთ, რომ ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ათამდე სოფელი დააზარალა. თითქმის მთლიანად გაანადგურა ვენახები და ერთწლოვანი კულტურები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლის სახურავები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება სტიქიით დაზარალებულ კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამხმარი ხეები ხანძრის საშიშროებას ქმნიან
ტელეკომპანია თანამგზავრი
109 400 ლარი თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
გარე განათების პრობლემა მშვიდობის ქუჩაზე
ტელეკომპანია თანამგზავრი
კახეთში სტიქიით დაზარალებულები: მთავრობას მარტო არჩევნების დ...
პოლიტიკური პორტალი
#10. საჩინის მონასტერი - #10. Sachini Monastery (პროექტი "სა...
Soso Mikeladze Official
სტიქიის შედეგები კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომპენსაციების გაცემა შეფერხდა
ტელეკომპანია თანამგზავრი