ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში. ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ამის შესახებ მტკიცებულებები მეტყველებს. „ბიბისისთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ „ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. პრემიერის თქმით, დაზვერვა პროგნოზირებს, რომ რუსეთი მიზნად ისახავს შეჭრას და ის კიევსაც მოიცავს. ბორის ჯონსონის თქმით, ხალხს უნდა ესმოდეს, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ადამიანური მსხვერპლი, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მხრიდან. ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს შემოიღებს, ვიდრე ამას მანამდე განიხილავდა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები რუსულ კომპანიებს, რომლებიც ფუნტ სტერლინგსა და დოლარში ვაჭრობენ, საქმიანობას შეუზღუდავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ბორის ჯონსონს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#26მაისი - მსოფლიო ლიდერების მილოცვები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიში სუნაკის მილოცვა საქართველოს პრემიერს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კლიმატის ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული სამეფო დედოფალს გლოვობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
8
ბორის ჯონსონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster