რიში სუნაკის მილოცვა საქართველოს პრემიერს
ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ულოცავს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მინდა, გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით“, – აცხადებს რიში სუნაკი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რიში სუნაკის წერილი პრემიერს
TV IMEDI
ბრიტანეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს | რა ვიცით რიში სუნაკი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ისტორიული შეთანხმება
Formula News
ბირთვული და "ბინძური" ბომბები - მუქარა და რეალობა
ამერიკის ხმა
#მოამბე 21 საათზე, 29 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაკრონი სუნაკის პირველი შეხვედრა
ამერიკის ხმა
რიში სუნაკი: ჩინეთი დიდი ბრიტანეთისთვის სისტემურ გამოწვევას...
Euronews Georgia
რიში სუნაკი - ბრიტანეთის პრემიერი, რომელიც ჩარლზ III-ზე მდიდ...
Business Media Georgia