#26მაისი - მსოფლიო ლიდერების მილოცვები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და დიპლომატები ულოცავენ. დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილე ერთ-ერთმა პირველმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა მიულოცა. ინფორმაცია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა აზერბაიჯანელმა კოლეგამ. ილჰამ ალიევის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთნდობას და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განვითარდება და გაფართოვდება. დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჩვენს ქვეყანას სომხეთის პრეზიდენტიც. არმენ სარქისიანი ხაზს უსვამს საქართველოს და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რაც მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. დღევანდელი თარიღი მოგვილოცეს ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. 26 მაისი საქართველოს მიულოცა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, რუმინეთმა, ასევე ესტონეთმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა შეერთებულმა შტატებმაც. განცხადება ამერიკის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის სახელზე მისალოცი წერილი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოგზავნა. ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარში ისე ძლიერად უდგას, როგორც არასდროს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
26 მაისი - მილოცვები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს და მის მოქალაქეებს, ეროვნულ დღესასწაულს ულოცავე...
TV IMEDI
ტკ რიონი - თამბაქოს მსოფლიო დღე- 23მაისი 2016
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
26 მაისი: ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში და მსოფლიო ლიდერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რამდენიმე კადრი 2022 წლის 26 მაისის ჭიათურიდან | Dji mini 2...
AraGviani
I მსოფლიო ომი და საქართველო - მიხეილ ბახტაძის ლექცია
TSU Library
ქრონიკა 17:00 საათზე - 26 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI
საქართველოს დროშა არაერთ ქვეყანაში აფრიალდა
TV IMEDI