26 მაისი - მილოცვები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან

26.05.2021 11:51

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უერთდებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ქართველი ხალხი მილოცვებს იღებს. დილიდან ვრცელდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების და საერთაშორისო ორგანიზაციების მისალოცი წერილები და ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო-რგოლები. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვერდით დგომა ყველა მილოცვაშია აქცენტირებული. უკვე მეორე წელია, კიდევ ერთი მთავარი გზავნილია კოვიდ-პანდემიასთან, როგორც გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში დახმარება და თანადგომა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო კადრები მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობიდან - ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog