რამდენიმე კადრი 2022 წლის 26 მაისის ჭიათურიდან | Dji mini 2 drone video
05/26/2022
AraGviani-ის
მიერ
(GE) 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
ჭიათურა მდინარე ყვირილას ხეობის ულამაზეს მონაკვეთზეა გაშენებული. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, მანგანუმის საბადოებიდან მადნის მოსაპოვებლად. XIX საუკუნეში ჭიათურის მანგანუმის საბადოებზე 6000 კაცამდე მუშაობდა, ხოლო მადნის მოპოვების ხვედრითი წილი მსოფლიო ექსპორტში 50%-ს აღწევდა.
1892 წელს ინგლისელებმა ჭიათურაში საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტები ააშენეს.
1921 წელს ჭიათურას ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. 1924 წლის საყოველთაო აჯანყების დროს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჭიათურელებმა მოახერხეს კომუნისტების სადამსჯელო რაზმების შეკავება 3 დღის განმავლობაში...
ჭიათურა ცნობილია საბაგირო გზების დიდი ქსელით. პირველი სამგზავრო საბაგირო გზა საბჭოთა კავშირში 1954 წელს ჭიათურაში აშენდა. ჭიათურაში და მის შემოგარენში ოცზე მეტი სამგზავრო საბაგირო გზაა.
1989 წლის აღწერის მონაცემებით ჭიათურის მოსახლეობა 29 000 შეადგენდა. 2014 წელს კი 13 000-ზე ნაკლებს.
ჭიათურამ არაერთი კარგი ადამიანი მოუვლინა საქართველოს.
ჭიათურის დღევანდელ დღეზე საუბარი რთულია, თუმცა მაინც მაქვს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ისევ და ისევ ჭიათურლების უნარებიდან და ხასიათიდან გამომდინარე...
Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
© YouTube/AraGviani
#Georgia #AraGviani #Chiatura