სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ბორის ჯონსონს შორის

15.02.2022 00:46

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. 40-წუთიანი სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია ასევე ლიდერების პოზიცია, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში გაჭიანურებული კრიზისი მოჰყვება რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. თავის მხრივ  თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაუწესონ რუსეთს სერიოზული სანქციები, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო