უკრაინის საკითხი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს

03.02.2022 00:29

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროების მობილიზების საკითხი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და განიხილეს კოორდინირებული მოქმედებები როგორც დიპლომატიის, ასევე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების კუთხით, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: