MOE: ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა
03/24/2014
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ კუჭუხიძე დაესწრნენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღნიშნავს მეტეოროლოგიის დღეს. წელს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე ქუთაისში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტეოსადგურის გახსნით აღინიშნა. ავტომატური სადგური შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და მიღწეულ იქნას უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება.
საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 160 წელიწადზე მეტს ითვლის. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს რეგულარულ დაკვირვებებს, ადგენს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ