MOE: მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე და ახალი მეტეოროლოგიური სადგური ქუთაისში
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ კუჭუხიძე დაესწრნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღნიშნავს მეტეოროლოგიის დღეს. წელს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე ქუთაისში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტეოსადგურის გახსნით აღინიშნა. ავტომატური სადგური შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და მიღწეულ იქნას უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 160 წელიწადზე მეტს ითვლის. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს რეგულარულ დაკვირვებებს, ადგენს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური ავტომატურ რეჟიმში მომუშავ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ქუთაისში ახალი, ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიუ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ჰიდროლოგიური სადგურის გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
23 მარტს მეტეოროლოგიის დღე აღინიშნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ჰიდროლოგიური სადგურის გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრი 170 წლისაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო