რეგიონში 3 ახალი საწარმო აშენდება

28.02.2019 01:30

28 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, იაპონიის მთავრობის მიერ, „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტები იმყოფებოდნენ. პროექტების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობა და ბიო–ბრიკეტების ორი მცირე საწარმო აშენება, რაც ხელს შეუწყობს ეკო–მიგრანტების შემოსავალის ზრდას და საფუძველს ჩაუყრის წყლისა და ნიადაგის მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას. ასევე, შეშის ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით ჩანაცვლებასა და ტყის განადგურებისგან დამცავი პრაქტიკის დანერგვას საქართველოში. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რეგიონში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. #ქვემოქართლი2019 #წალკა2019 #ახალისაწარმოებისმსენებლობა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ახალი საწარმოს გახსნა ქედაში
12:32

ახალი საწარმოს გახსნა ქედაში

Irakli Gharibashvili

კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება სამეგრელოში
00:53

კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება სამეგრელოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პურის ფესტივალი. ახალციხე 2022
16:23

პურის ფესტივალი. ახალციხე 2022

Zstudio Tbilisi

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა
04:13

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალი...

Giorgi Margvelashvili

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.
02:23

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში
00:52

მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა
01:16

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
00:52

ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო