ახალი საწარმოს გახსნა ქედაში
ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა - ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება; ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ - ქართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში განაცხადა, სადაც კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი "აგრო ქედის" საწარმოს გახსნას დაესწრო. ქარხანა, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა, მთლიანად აჭარის რეგიონს მოემსახურება და უკვე მზადაა, მიიღოს საშუალო და მაღალი ხარისხის ხილი. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ აჭარელ გლეხებს მოსავლის რეალიზაცია აღარ გაუჭირდებათ. "ამ საწარმოს ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ჩვენს გლეხებს, ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოწეული ყველა სახეობის ხილი. წლების განმავლობაში ეს მოსავალი იყრებოდა, ფუჭდებოდა, მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა სადმე ჩაებარებინა ხილი. წელს ზურაბ ჩხაიძის წამოწყებით ამ საწარმოში ჩააბარებენ ხილს. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი პროექტის ხელშეწყობა. აქტიური მონაწილეობა მიიღო სახელმწიფომ ამ საწარმოს მშენებლობაშიც - შარშან ჩვენ გავეცით 400 ათასი დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსება და ნახევარმილიონიანი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს - კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ უკვე მეორე საწარმოს ხსნის ამ რეგიონში,"- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, გასულ წელს ამოქმედდა ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სახელმწიფომ უკვე 135ქარხანა დააფინანსა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსებული ახალი საწარმოები იხილეთ : http://apma.ge/maps/ ვრცლად იხილეთ : http://irakligaribashvili.ge/?p=6585
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
ახალი საწარმოს გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი საწარმოს გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიდერფუდის ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნა
Liderfood
ლიდერფუდის ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნა TV pirveli
Liderfood
Ajara Textile ახალი საწარმოს გახსნა
GURTİAD
ფოთის თიზ-ში 2022 წელს 3 ახალი საწარმოს გახსნა იგეგმება 08...
მეცხრე ტალღა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი სა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ქრონიკა 09:00 საათზე - 21 დეკემებრი, 2022 წელი
TV IMEDI