რეგიონში 3 ახალი საწარმო აშენდება


28 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, იაპონიის მთავრობის მიერ, „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტები იმყოფებოდნენ. პროექტების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობა და ბიო–ბრიკეტების ორი მცირე საწარმო აშენება, რაც ხელს შეუწყობს ეკო–მიგრანტების შემოსავალის ზრდას და საფუძველს ჩაუყრის წყლისა და ნიადაგის მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას. ასევე, შეშის ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით ჩანაცვლებასა და ტყის განადგურებისგან დამცავი პრაქტიკის დანერგვას საქართველოში. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რეგიონში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. #ქვემოქართლი2019 #წალკა2019 #ახალისაწარმოებისმსენებლობა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან