საკრებულომ არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაცია დაიწყო


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არაკომერციული იურიდიული პირების: თელავის კულტურის ცენტრის, საბავშვო ბაღების გაერთიანების, საბიბლიოთეკო გაერთიანების და საფეხბურთო სკოლა „კახეთის\" რეორგანიზაცია დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, რეორგანიზაცია თვითმმართველობის ახალ კოდექსთან არის დაკავშირებული. „თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების გამო მისი სოფლებისგან გამოყოფა მოხდება. არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს აქვთ მატერიალური ქონება. ეს ქონება უნდა გაიყოს და გაიმიჯნოს. ამიტომ უნდა მოხდეს რეორგანიზაცია. ამის შემდეგ ქალაქს საკუთარი ა.ა.ი.პ--ები ექნება და თემის მუნიციპალიტეტს - საკუთარი\" - განაცხადა თხლაშიძემ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/Sr95Cf

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან